ფეხბურთი

10:28 | 13.09.2018 | ნანახია 2243 - ჯერ

"კრილიას" დირექტორი: "ლორიას წასვლით განაცხადში ადგილი გაგვითავისუფლდა"

სამარის “კრილიას სოვეტოვის” დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა Championat-თან საუბარში განმარტა მიზეზი, რის გამოც გიორგი ლორიამ რუსული გუნდი დატოვა.

შიკუნოვის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ორივე მხარე მოგებული დარჩა:

“პირველ ყოვლისა, გვჭირდებოდა განაცხადში ადგილი იოან მოლოსთვის. მეორეც, გიორგი საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარეა და არ სურდა სათადარიგო სკამზე ჯდომა. მას თამაში სჭირდება და ამიტომ, გუნდის დატოვება გადაწყვიტა. თანაც, განაცხადში ორი რუსული პასპორტის მქონე მეკარე გვყავს, რიჟიკოვი და კონიუხოვი”, - განაცხადა შიკუნოვმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია “კრილია სოვეტოვის” ღირსებას 2015 წლიდან იცავდა და 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 32 წლის ქართველი კიპერი ამჟამად თავისუფალი აგენტია.

Loading...

კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:50 | 13.09.2018
despe (3325)

რომელიმე გუნდში მაინც ივარჯიშე

დინამოში ვარჯიშზე არა მგონია უარი გითხრან.

13:49 | 13.09.2018
sabonis (8656)

ამერიკაშიც დაგეტილია სატრანსფერო ფანჯარა? იქნებ სან ხოსეს აეყვანა. სადაც ორი იქ მესამეც.დდ

13:43 | 13.09.2018
sabonis (8656)

დროზე წამოსულიყო ახლა სატრანსფერო ფანჯარა დახურული არაა სადღა გადავა იანვრამდე?

14:23 | 13.09.2018
O. Mertskhali (3149)

თავისუფალი აგენტი, როცა უნდა მაშინ ჩაირიცხება ნებისმიერ გუნდში.. თუ თვითონ გუნდი მიიღებს, რა თქმა უნდა

13:28 | 13.09.2018
irakli111 (156)

კარგად აზროვნებს ლორია

11:43 | 13.09.2018
kakhaberry (2365)

აბა აწი გაეხსნებათ ხელფეხი რეალს და ბარსას :დდ

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.071881