ძიუდო

21:51 | 12.09.2018 | ნანახია 1601 - ჯერ

ქართველმა ძიუდოისტებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს

ხვალ, 13 სექტემბერს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში, სადაც ქართული დელეგაცია სოლიდურადაა წარდგენილი.
დღეს, ტურნირის წილისყრა შედგა და ჩვენებურებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს, თუმცა, სანამ მათზე მოგახსენებთ, ევროპირველობის განრიგზე ვთქვათ.

13 სექტემბერი
11:00 ვაჟები – 55, 60, 66 კგ; გოგონები – 44, 48, 52 კგ; წინასწარი რაუნდი
16:30 ფინალური რაუნდი

14 სექტემბერი
11:00 ვაჟები – 73, 81 კგ; გოგონები – 57, 63, 70 კგ; წინასწარი რაუნდი
16:30 ფინალური რაუნდი

15 სექტემბერი
12:00 ვაჟები – 90, 100, +100 კგ; გოგონები – 78, +78 კგ; წინასწარი რაუნდი
16:30 ფინალური რაუნდი

16 სექტემბერი
12:00 გუნდური ჩემპიონატი; წინასწარი რაუნდი
16:30 ფინალური რაუნდი

ახლა, წილისყრის შედეგებზეც. ვანო ხუბაშვილი (55 კგ.) ბრძოლაში მე-2 წრიდან ჩაებმება, სადაც თურქ ოგუჟან ოზისიკს გაეჯიბრება.
2 წარმომადგენელი გვყავს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში და ორივე კვიპროსელ მეტოქეს გაეჯიბრება. თემურ ნოზაძე ლუკა ლუკასს დაუპირისპირდება, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი – გეორგიოს ბალარჯიშვილს.
ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.) მე-2 რაუნდში მონტენეგროელ მარკო გუსიჩსა და ბელარუს დმიტრი მუჟაილას შორის უმჯობესს შეხვდება, 73 კგ-ში კი წარმომადგენელი არ გვყავს.
81 კგ-ში ლუკა მაისურაძის მოწინააღმდეგე ბოსნიელი ვუკ ელეზი იქნება, ხოლო ტატო გრიგალაშვილი გერმანელ ემილ ჰენებახს გაეჯიბრება.
ლაშა ბექაური (90 კგ.) ევროპის ჩემპიონატში მე-2 წრიდან რუს მანსურ ლორსანოვთან ჭიდილით ჩაერთვება, 100 კგ-ში კი ასევე 2 ძიუდოისტი გვყავს: ონისე სანებლიძე ფრანგი პოლ დევოსის დაჯაბვნას ეცდება, ზაურ კენჭაძე კი შვეიცარიელ დანიელ ეიხს დაუპირისპირდება.
მძიმე წონაში (+100 კგ.) გელა ზაალიშვილი მე-2 რაუნდში უკრაინელ ვლადისლავ ბერეზკას გაეჯიბრება.
საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენითაა წარდგენილი გოგონათა ტურნირში. ნატალია ყიფშიძე (48 კგ.) ავსტრიელ ჟაკელინ სპრინგერს დაუპირისპირდება, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) – მაკედონიელ ბერნა შერიფოვსკას, მზია ბებოშვილი (57 კგ.) – ავსტრიელ ლისა გრაბნერს, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) – ბერძენ არისტეა-იოანა დიმუს, ხოლო სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) – ბულგარელ დარინა სტოიაჩევას.

Loading...

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:13 | 13.09.2018
fidofido (1342)

ერთ 10 დღესაც თავს შევიკავებ და მსოფლიოზეც თუ ჩაიკუკეს მერე უნდა ვაგინო ვარლამას, ჭრიკის , რეხვიაშვილს და ბუნტის მთავარ სულის ჩამდგმელს ზვიადაურს. თუ მსოფლიოზე ვერაფერი ქნეს ბექა შავი და მარგველაშვილი განაგრძობდნენ ვარჯიშს და იმედი მაქვს ეგენი მაინც დადებენ რამე შედეგს.

18:01 | 13.09.2018
ალექსანდრე (5277)

თუშიც კარგად ვარჯიშობდა.

18:13 | 13.09.2018
fidofido (1342)

ვიცი ძმაო ეგ. მიტინგის ყოყლიჩინები ჭრიკი, ლიპო, ზებედა და ადამა იყვნენ დანარჩენები ისე რა. ამათმა თუ მსოფლიოზე იგივე ქნეს რაც ევროპაზე მერე მიტინგი ჩვენ თუ აროვუწყეთ გულშმატკივრებმა მაშინ ალალია ჩვენზე ზედ რომ მოისაქმონ. ლიპო კაპიტნობიდან მოსახსნელია მინიმუმ

18:35 | 13.09.2018
ალექსანდრე (5277)

გეთანხმები

15:10 | 13.09.2018
ალექსანდრე (5277)

ნაკრები მოუმზადებელია. საღამოს მხოლოდ 2 ბრინჯაოსთვის ვიჭიდავებთ, პაპინა და ნინიაშვილი, დანარჩენებმა უიმედოდ წააგეს. პაპინა ახალგაზრდებში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო ნინიაშვილმა წელს ანტალიის გრანპრი მოიგო დიდებში, შედეგები კატასტროფულია, ეს ის ნაკრებია რომელმაც გაზაფხულზე შეკრება მიატოვა და დიდების ნაკრებს აყვა გაფიცვებში.

11:03 | 13.09.2018
beso68 (2888)

ბადე
http://www.ippon.org/ec_jun2018.php
ლინკი
http://www.eju.net/calendar/?mode=showLiveTransmission&id=3521

10:54 | 13.09.2018
basharski (191)

ლინკი ტუ იციტ დადეტ კაცურად

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.048824