ჩოგბურთი

20:43 | 12.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე წინ მიიწევს

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ფრანგულ ბიარიცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) პირველი წრე დასძლია.

დღეს, გორგოძე მე-8 ნომრად განთესილ რუს ირინა ხრომაჩევას გაეჯიბრა და 6:3, 6:7 (8:10) 6:0 სძლია, მერვედფინალში კი არგენტინელ პაულა ორმაეჩეასთან ჭიდილი ელის.
შეგახსენებთ, რომ წყვილთა შეჯიბრში გორგოძე და უბზეკი აკგულ ანანმურადოვა მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც რუმინელ ირინა მარია ბარასა და რუს ვალენტინა ივახნენკოს ეთამაშებიან.

0.117939