საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი გია ცეცაძემ დატოვა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ცეცაძეს „სამტრედიაში“ მუშაობის უფლება არ მისცა.
მოგეხსენებათ, გამოცდილი სპეციალისტი პარალელურად სწორედ სფფ-სთან თანამშრომლობს და საქართველოს 21 წლამდე ნაკრებს წვრთნის.
რაც შეეხება „სამტრედიას“, ცეცაძე იმერეთში მიმდინარე წლის ივლისში დაბრუნდა და გუნდი სწორედ მისი თავკაცობით წარსდგა ევროპა ლიგაზე, სადაც ყაზახურ „ტობოლთან“ დამარცხდა.