ფეხბურთი

22:20 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

U21: საქართველომ მალტა გაანადგურა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა მალტის შესაბამისი ასაკობრივი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ადვილად დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელები მეტოქეს ერთი თავით აღემატებოდნენ და ეს ანგარიშიც აისახა. მე-15 წუთზე პატარა “ჯვაროსნები” ირაკლი ბუღრიძის გოლით დაწინაურდნენ, ხოლო ლუკა ზარანდიამ 32-ე წუთზე ხელმეორედ დააწინაურა თავისიანები.

მეორე ტაიმის სტარტზე ვატო არველაძის ჯერ დადგა, რომელმაც სამწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა, ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში ზარანდიამ დუბლი გაიფორმა. საპასუხოდ, მასპინძლებმა ორჯერ შეძლეს გატანა და საბოლოოდ მატჩი ქართველთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

მალტა – საქართველო 2:5 (1:2)

გოლები: 0:1 ბუღრიძე (15), 1:1 ნვოკო (27), 1:2 ზარანდია (32), 1:3 არველაძე (50), 1:4 არველაძე (53), 2:4 გრეჩი (67, პენ), 2:5 ზარანდია (90, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112371