ერთა ლიგის მეორე ტურში პორტუგალიამ შინ იტალია 1:0 დაამარცხა. 35 წლის შემდეგ პირველად იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში გამარჯვება ვერ მოიპოვა, აღნიშნულ ინფორმაციას gracenote.com-ი ავრცელებს.
იტალიამ ბოლო ცხრა შეხვედრაში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო, ისიც ამხანაგურ შეხვედრაში საუდის არაბეთი 2:1 დაამარცხა.
იტალიას ერთადერთი გოლი 48-ე წუთზე პორტუგალიელთა შემტევმა ანდრეს სილვამ გაუტანა.