ჩოგბურთი

21:30 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ წყვილებში იმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ფრანგულ ბიარიცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) ჩაერთო და პირველი გამარჯვება იზეიმა.

გორგოძემა და უზბეკმა აკგულ ანანმურადოვამ პირველი განთესვის მქონე რუსულ-ბრაზილიურ დუეტს (ხრომაჩევა-პიგოსი) 7:5, 6:1 სძლიეს და მეოთხედფინალში არგენტინელ ორმაეჩეასა და ბელარუს პირაჟენკას გაეჯიბრებიან.

შეგახსენებთ, რომ ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში გორგოძე ძალებს იმავე რუს ირინა ხრომაჩევასთან მოსინჯავს, რომელსაც მე-8 რეიტინგი აქვს.

0.114965