სხვა

20:51 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პანასის 53-ე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე

ქართველმა სპორტსმენმა ნატალია პანასმა 53-ე ადგილზე დაასრულა გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე მრგვალ სტენდზე სროლაში – 103 ქულა. საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, პირველ ორ სერიაში მან 20-20 ქულა დააგროვა, მომდევნო სამში კი – 21-21.

სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანგვონში მიმდინარე ტურნირზე აღნიშნული დისციპლინა მთლიანად ამერიკელებისა გამოდგა – სამივე მედალი მათ დაისაკუთრეს. ჩემპიონი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი კატინ კონორი გახდა 57 ქულით. მას ერთი ქულით ჩამორჩა 39 წლის ვეტერანი, მსოფლიოსა და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კიმბერლი როდე, ბრინჯაო კი 46 ქულით ამბერ ენგლიშმა მოიპოვა.

0.119076