ფეხბურთი

17:33 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ მესამე ევროტურნირი დაადასტურა

უეფამ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და 2021 წლიდან მესამე ევროტურნირი შეიქმნება. ჯერჯერობით უცნობია, სახელწოდება და ფორმატი, მაგრამ გადაწყდა, რომ 2021-2022 წლების სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გარდა, მესამე ტურნირიც იქნება.

ამის შესახებ დღეს, გენერალურ ასამბლეაზე ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ განაცხადა:

“დღევანდელ მოდელს მოდერნიზაცია სჭირდება. თუმცა, აუცილებელია საერთაშორისო კალენდრის განხილვა”, - აღნიშნა ანიელიმ.

ამრიგად, მწვანე შუქი უკვე ანთებულია და ევროპულ საკლუბო ფეხბურთს 1998-1999 წლების სეზონის შემდეგ მესამე ევროტურნირი უბრუნდება.

0.123698