ფეხბურთი

18:59 | 11.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეპე ისტორიაში

პორტუგალიის ნაკრებში პეპემ 101-ე თამაში ჩაატარა და ლისაბონის “და ლუჟზე”, მატჩის დაწყებამდე სპეციალური პრიზიც მიიღო. აღსანიშნავია, რომ 35 წლის მცველი საინტერესო მიღწევის ავტორი გახდა.

პეპე გახდა ისტორიაში პირველი სამხრეთმარიკელი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპულ ნაკრებში 100-ზე მეტი თამაში ჩაატარა. მოგეხსენებათ, პეპე წარმოშობით ბრაზილიელია, თუმცა 2007 წლიდან მოყოლებული პორტუგალიის ნაკრების ღირსებას იცავს.

“ბეშიქთაშის” ფეხბურთელის ანგარიშზე განვლილ 101 შეხვედრაში 7 გოლი და ევროპის ჩემპიონის ტიტულია.

0.114704