საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭო 2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძლად სენეგალს წარადგენს.
IOC-ის შემფასებელი კომისიის დასკვნის თანახმად, ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული თამაშების უმაღლეს დონეზე სამასპინძლოდ ასევე მზად არიან ბოტსვანა, ნიგერია და ტუნისი. და მაინც, საბჭოსთვის უფრო მომხიბვლელი სენეგალის პროექტი აღმოჩნდა თავისი მრავლისმომცველი პროგრამით - ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირება.
"აფრიკის დროა... აფრიკა ბევრი წარმატებული და სახელოვანი ოლიმპიელის სახლია. აფრიკა ახალგაზრდების კონტინენტია. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ 2022 წელს სენეგალში და შესაბამისად აფრიკაში ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა თამაშებმა შეაბიჯოს. მათ შემოგვთავაზეს პროექტი, რომელიც განსაკუთრებით გათვლილია ახალგაზრდებზე და სპორტზე", - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.
2022 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მასპინძელს ბუენოს აირესის IOC-ის სესიაზე 8-9 ოქტომბერს აირჩევენ.
www.geonoc.org.ge