სხვა

13:27 | 11.09.2018 | ნანახია 1188 - ჯერ

ტოჩინოშინის პირველი მარცხი

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა სექტემბრის სუპერტურნირზე პირველი მარცხი განიცადა.
დასავლეთის ოძეკის წოდების მქონე ქართველმა სეკიტორმა აკი ბაშოს მე-3 დღეს მისთვის უხერხულ მეტოქედ ქცეულ ტაკაკეიშოსთან წაიფორხილა. VIDEO
შეგახსენებთ, რომ ქართველ ფალავანს იაპონელ კომუსუბისთან გასული 4 ორთაბრძოლიდან 3 ჰქონდა წაგებული და ამჯერადაც, ვერ იმარჯვა.
ლევანმა მასზე გაცილებით დაბალ მეტოქეს (175 სმ.) თავიდანვე შეუტია, თუმცა, ტაკაკეიშოს მავაშის ხელში მოგდების მცდელობისას ზედმეტად გადაიხარა. ამით, მასპინძელმა კარგად ისარგებლა, გორგოძეს წინ დაქაჩა და ჰიკიოტოშით მოიგო.
ამგვარად, ტოჩინოშინი, რომელიც კადობანშია ჩაყენებული და ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირება მართებს, ლიდერთა ჯგუფს ჩამორჩა.
ამ დროისთვის, მაქსიმალური შედეგი ათ სუმოისტს გააჩნია, რომელთა შორის იოკოძუნები კისენოსატო, კაკურიუ და ჰაკუჰო, ოძეკი ტაკაიასუ და სეკივაკე მიტაკეუმიც არიან.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი ტამავაში იქნება, რომელიც აკი ბაშოზე აღმოსავლეთის კომუსუბის რანგში ირჯება. აზიელს ტოკიოში სამივე ორთაბრძოლა წაგებული აქვს, ჩვენებური კი ურთიერთშეხვედრებში მას 15:8-ს უგებს.
სამწუხაროდ, ისევ უარყოფით ბალანსზე (1 მოგება, 2 მარცხი) გავიდა გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
აღმოსავლეთის მე-12 განთესვის მქონე ქართველმა გოლიათმა, დღეს, ძალები დასავლეთის მე-11 ნომერ ჩიიონოუმისთან მოსინჯა და ცუკიოტოშით დამარცხდა.
საშემოდგომო სუპერტურნირის მე-4 დღეს გაგამარუს მეტოქე დასავლეთის მე-13 განთესვის მქონე ენჰო იქნება. ქართველი სეკიტორი იაპონელს კარიერაში პირველად გაეჯიბრება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:09 | 12.09.2018
BEERTRANCE (97819)

რა ვინერვიულე ტოჩიზე, თან სისხლი დიოდა თან დაეცა, მარა გამეორებით ზე დამაჯერებელი იყო.
ხვალ მიტაკეუმის ხვდება და უნდა დაუცხროს ამბიციები

17:35 | 11.09.2018
BEERTRANCE (97819)

ცუპარები უნდა სცადოს ტოჩიმ მძლავრი ხელი აქვს და სცადოს აყოლიება და მერე ეცეს მავაშში

15:56 | 11.09.2018
Buratino (3505)

ეეჰ, ძალიან ღარიბი ტექნიკური არსენალი აქვს ტოჩის! თითქოს მხოლოდ მავაშში ჩავლების იმედზეა, სადაც ბადალი არ ჰყავს და თუ მეტოქემ იქ არ შეუშვა ან სხვა რამ მოახვია თავს, მაშინ იბნევა.
ასეა თუ ისე, ლევანმა სასწრაფოდ უნდა დაივიწყოს ეს წაგება და სრული მობილიზებით ჩაატაროს დანარჩენი შეხვედრები

15:40 | 11.09.2018
პანტელეიმონი (4347)

დასანანი მარცხია, გამარჯვებებს გისურვებ ლევან - ტოჩინოშინ ! ! !

15:26 | 11.09.2018
temooo82 (1953)

მართლა არ იყო წასაგები, მაგრამ....

14:57 | 11.09.2018
barcelona1991 (4821)

დასანანი მარცხია და იმედია უფრო მობილიზებული გავა აწი დოჰიოზე.

14:41 | 11.09.2018
kings never die (12388)

ლევან ლევან არ იყო წასაგები ორთაბრძოლა ნამდვილას შენს ფონზე ჭიაჭველსავით ჩანდა 223 კილოიან იჩინოჯოს ასანთის ღეროებივით ისვრი და ამასთან რა მოგივიდა ხო იციოდი შენც რომ არ ჩაგავლებინებდა მავაშიში ხელს მერადენედ გემართება უკვე თან ღია ორთაბრძოლაში სუსტი ხარ აშკარად ბევრი უნდა მოუმატო რომ დისტანციაზე უფრო მეტი შემოქმედებაა საჭირო მაგრამ მაგრად მჯერა რომ კისენოსატოს როგორც მოპარული ჯეშტი ისე დაჭმუჭნი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131619
სარეკლამო ადგილი - 99
X x X