საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ქართველმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხალხის თანადგომა უფრო მეტად აძლიერებს:
“ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის და გამხნევებისთვის. თქვენ მაძლიერებთ”, - დაწერა გიორგიმ.
ჯერჯერობით, უცნობია თუ რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას, თუმცა, სავარაუდოდ, ქვილითაიას უქმობა 5-6 თვის განმავლობაში მოუწევს.
შეგახსენებთ, 24 წლის ფორვარდმა საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე კოჭი მოიტეხა და სასწრაფოდ საოპერაციო გახდა. არადა, ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა, “გენტში” კი თავს იმკვიდრებდა, სადაც ორ თამაშში (10 წუთში) 2 გოლი ჰქონდა გატანილი.