26 წლის ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე მიმდინარე კვირაში ძალებს ფრანგულ ბიარიცში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 80 ათასი დოლარი) სცდის.
გორგოძე ერთეულთა შეჯიბრში მე-8 ნომრად განთესილ რუს ირინა ხრომაჩევას გაეჯიბრება. წყვილებში ეკატერინე და უზბეკი აკგულ ანანმურადოვა იმავე ხრომაჩევასა და ბრაზილიელ ლაურა პიგოსის დაუპირისპირდებიან, რომელთაც პირველი რეიტინგი აქვთ.
ვთქვათ ისიც, რომ ამ დროისთვის გორგოძე მსოფლიო რეიტინგში 168-ე ადგილზეა, რაც მის კარიერულ რეკორდს მხოლოდ 1 პოზიციით ჩამორჩება.