ძიუდო

23:08 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგოჭური მსოფლიო თასის გამარჯვებულია!

ქართველი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ყაზახეთის ქალაქ ატირაუში გამართული მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

31 წლის გოგოჭურმა 100 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სემ ინგრემი დაამარცხა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მისაღებად ძლიერ საჭირო ქულებიც გამოიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზვიადმა ოქროს მედალი არავის დაუთმო, ოღონდ, 90 კგ-ში.
ყაზახურ მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მოპოვება მოახერხა გიორგი გამჯაშვილმა (66 კგ.).

0.116375