ფეხბურთი

14:28 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "გულშემატკივარმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ნაკრების მხარდაჭერისთვის. კობიაშვილის განაცხადებით, ქომაგების როლი ნაკრების გამარჯვებაში ძალიან დიდი იყო.

"უპირველესად, გილოცავთ გამარჯვებას! მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა ჩვენს ნაკრებს და თქვენ - ყველას, ვინც მოხვედით ჩვენს მხარდასაჭერად. მჯერა, რომ ფეხბურთი გულშემატკივარისაა და თქვენი როლი იმ წარმატებაში, რასაც გუშინ მივაღწიეთ, ძალიან დიდია. ინდივიდუალური მადლობა თითოეულ თქვენგანს პასუხისმგებლიანი ქომაგობისთვის და იმისათვის, რომ ჩვენმა ნაკრებმასამაგალითო გულშემატკივრობის ფონზეგაიმარჯვა.

აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი გულშემატკივრის, ყველა ჩვენგანის უსაფრთხოება და სტადიონზე მართლწესრიგის ნორმები.

სტადიონზე მშვიდი გარემო და განურჩევლად ყველა დამსწრე ადამიანის უსაფრთხოება უპირველესი პრიორიტეტია!ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გუშინდელი მატჩის მოგება წარმოუდგენელი იქნებოდა ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის გარეშე! კიდევ ერთხელ, მადლობა ყველას და გილოცავთ ჩვენს ერთობლივ გამარჯვებას. ფეხბურთი გვეკუთვნის ყველას!", - განაცხადა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშებაში ორივე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილზე იმყოფება.

0.117025