ჩოგბურთი

12:04 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნოლე სამპრასს გაუტოლდა (+VIDEO)

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია. სერბმა ჩოგბურთელმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო საკმაოდ ადვილად, სამ სეტში მშრალი ანგარიშით დაამარცხა.

ნოლემ დელ პოტროს პირველ სეტი 44 წუთში 6:3 მოუგო და დაწინაურდა. შევხედრის ყველაზე დრამატული და გადამწყვეტი მომენტი მეორე სეტი გამოდგა, რომელიც საათსა და 36 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩმა ტაიბრეიკზე მოიგო. დელ პოტრომ ვერ მოახერხა 0:2 ჩამორჩენის შემდეგ თამაშში დაბრუნება და საბოლოოდ მესამე სეტიც წააგო.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი მიმდინარე წელს მეორე დიდი მუზარადის ტურნირი მოიგო (პირველი უიმბლდონი იყო) და ასეთი კარგი შედეგი 2016 წლის მერე არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ სერბის კარიერაში ეს რიგით მე-14 დიდი სლემის ტურნირია და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ პიტ სამპრასს გაუტოლდა.

„არანაირი პარალელი წარსულთან. ეს ახალი ჯოკოვიჩია და ახალი გზა დაიწყო“, - განაცხადა ნამატჩევს სერბმა ჩოგბურთელმა, რომელიც ATP-ს რეიტინგში მესამე პოზიციაზე აღზევდა.

დელ პოტრო - ჯოკოვიჩი 0:3 (3:6, 6:7, 3:6) VIDEO

0.219896