ფეხბურთი

11:02 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდორის ნაკრების მწვრთნელი: "ყაზახეთი საქართველოზე ძლიერი გუნდია"

ანდორის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კოლდო ალვარესი მიიჩნევს, რომ ყაზახეთის ნაკრები უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველო. ამის შესახებ 48 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ყაზახეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ყაზახეთი უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველო და ეს შედეგი იყო მატყუარა. ყაზახეთს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, ტაქტიკურად კარგი გუნდია, ასევე, ცენტრშიც და ფლანგებზეც. ისლამხანიც კარგი ფეხბურთელია“, - აღნიშნა ალვარესმა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის D დივიზიონის A ჯგუფს 6 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112961