პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დასრულდა ციოლკოვსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც დიდი წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენებურებმა ჯამში 6 მედალი – 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.
ტურნირის ჩემპიონები ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ.) და დავით ხუციშვილი (79 კგ.) დასჯერდნენ, ბრინჯაოს მედალი კი დავით მარსაგიშვილმა (92 კგ.) მოიპოვა.
გუშინ იაკობიშვილმა ფინალში ყაზახი ამანდიკ ბაკეიევი 12:2 გაანადგურა, ხუციშვილმა გადამწყვეტი შერკინება რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ რამაზანოვთან დათმო, მარსაგიშვილმა კი ბრინჯაოს შერკინება ყაზახ იერალი აბდრაშევს 8:0 მოუგო.
ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების ეგიდით გამართულ უმაღლესი კატეგორიის შეჯიბრში 27 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, გიორგი იანტბელიძის მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა კი 136 ქულით გუნდური პირველი ადგილი არავის დაუთმო. მეორე ადგილი ყაზახეთს (135 ქულა) ხვდა წილად, მესამე კი რუსეთის ნაკრები იყო 134 ქულით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1
ყოჩაღ წარმატებები
მარსაგიშვილი იმედია ჩადგა ფორმაში. დიდი იმედები იყო მასზე, და იმედია არაერთხელ გაგვახარებს
ყველაშვილზე დაწერეთ, გუშინ წინ უნდა ყოფილიყო ფინალი და შედეგები ვერ ვნახე.
მარსაგამ უნდა დაანახოს მსოფლიოზე რომ ჯერ ჩამოწერილი არ არის, მიდი მარსაგ შენია მსოფლიო. ასევე გენო, ხინჩაგა, კენჭაძე და იაკობაშვილის იმედი მაქვს .
ხინჩაგას რა დაემართა ვისთან წააგო და როგორ ??
გამზრდელი პაპა დაეღუპა და მაშინ გაიგო ეს ამბავი და აღარ გამოცხადდა საჭიდაოდ
ვაუ ხედაავ რა უქნიათ მაგ რუსეთის აგენტებს და თედევის ძმაკაცებს !! ალბათ ერხლა პუტინი და თედეევი სუფრაზე აღნიშნავენ თავიანთი აგენტების წარმატებას DDD ნეტავი ეხლა ჩამახედა ნაცების და ზოგიერთი ურაპატრიოტების გულში რა დაბოღმილები იქნებიან !