ფეხბურთი

0:21 | 10.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი გულშემატკივრებს: "მადლობა, ძალიან მიყვარხართ!"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრების ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ლატვიასთან (1:0) გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ლატვიელთა დაცვის ხაზის გარღვევა ძალიან თული აღმოჩნდა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მოვიგეთ. ძალიან რთული იყო ლატვიის დაცვის გარღვევა, რადგან ათივე ფეხბურთელი დაცვაში იდგა. ვცდილობდით, ფლანგებიდან შეგვეტია და ჩაგვეწოდებინა, მაგრამ ამისთვისაც მზად იყვნენ.

ჩემს ემოციას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ თუ რამხელა სიხარული იყო. ძალიან მიხარია და გეტყვით, რომ ჰიმნზე, როცა დავდექი , ყველაფერი ნათელი გახდა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ძალიან მიყვარხართ“, - განაცხადა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის საწყისი ორი შეხვედრა მოიგო და ქვეჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.

0.115972