ფეხბურთი

22:05 | 9.09.2018 | ნანახია 2394 - ჯერ

ცუდი ხარისხი, დიდებული - შედეგი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ინერვიულა და გვანერვიულა. თუმცა, ასეც კარგია, რადგან ფეხბურთს უხდება ნერვიულობა და ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე ტურში ისევ მოიგო. მოიგო გვიანი გოლით, მაგრამ დამსახურებულად.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ თამაშის ხარისხი კარგი იყო, უბრალოდ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ლატვიის ნაკრებმა ყრუ დაცვა ითამაშა და თამამად შეიძლება ითქვას სათამაშო დორის უმეტესი ნაწილი 11 კაცით დაცვაში იდგა. რა თქმა უნდა, ეპიზოდურად ლატვიელები შეტევაში გადადიოდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ ეპიზოდურად. ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლატვიელთა კარგი დაცვისთვის გასაღები იყო მოსარგები. გასაღების მორგება კი ძალიან გაჭირდა, ძალიან.

პირველი ტაიმი ისე მიილია, საგოლე მომენტები არ ყოფილა. ვერ ვიტყვით, რომ მეორე ნახევარი იყო ამ მხრივ გამორჩეული, მაგრამ მთავარი ტაბლოა. საქართველოს ნაკრებს შეეძლო გატანა, ოდენ შორეული დარტყმებით, ორჯერ თორნიკე ოქრიაშვილს ჰქონდა შანსი, ერთხელ – ჯაბა კანკავას. მერე კი, საქმეში გიორგი ჩაკვეტაძე ჩაერთო. 19 წლის შემტევმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა!

უმაღლესის საფეხბურთო სასჯელი თორნიკე ოქრიაშვილმა გოლად აქცია და ეს გამარჯვებას ნიშნავდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთებზე ბალტიისპირელებს ჰქონდათ გოლის გატანის შესაძლებლობა, თამაში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ერთა ლიგა არცთუ კარგი სათამაშო ხარისხით, მაგრამ დიდებული შედეგით დაიწყო. 6 ქულა ორ შეხვედრაში, ეს მაქსიმუმია. “ჯვაროსნები” ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ჯგუფიდან გასასვლელად ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 13 ოქტომბერს, ანდორის ნაკრებთან ჩაატარებს.

საქართველო – ლატვია 1:0 (0:0)

თბილისი, “დინამო არენა”

მაყურებელი: 50 000

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი; ოქრიაშვილი (გვილია 79), ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90), ჩაკვეტაძე (პაპუნაშვილი 86); კაჭარავა

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლატვია (4-3-3): ვანინსი; გაბოვსი, დუბრა, იაგოდინსკისი, მაქსიმენკო; რუგინსი (სავალნიეკსი 78), ფერტოვსი, იასიევსი; ლუკიანოვსი (რაკელსი 81), გუტკოვსკისი (საბალა 73), კარასაუსკსი

მწვრთნელი: მიქსუს პაატელაინენი

გოლი: 1:0 ოქრიაშვილი (77, პენ)

გაფრთხილება: ვანინსი (48), ისაიევსი (63), კარასაუსკსი (68)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 4 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ანასტასიოს პაპაპეტრუ (საბერძნეთი)


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:05 | 27.03.2014
tornike_qochlaa (5528)

მოდრიჩია პატარა ჯანო რაც დრო გავა უფრო მოუმატებს ეგეთი ფეხბურთელები კლას რაც დრო გადის უფრო იმაგლებენ

14:27 | 27.03.2014
მუშნი რა ხდება? (163)

მუშნი რა ხდება?

14:16 | 27.03.2014
tengoroma (4673)

ჯანიკო მიაწექი პირველ ჩვენებას

12:43 | 27.03.2014
playmaker (4749)

ბევრს რომ კითხო აქ დამთავრდა მაგის ფეხბურთიო ) უნიჭიერესი ბავშვია, პოტენციური ტოპ კლასია. მე რომ მკითხოთ "ფეხბურთელი" რასაც ჰქვია თავისი შინაარსით ჯანო გვყავს ერთადერთი ჯერჯერობით

12:27 | 27.03.2014
festina (2659)

მაგარი ბურთი შეაგდო და მაგრა ითამაშა ძალიან

12:01 | 27.03.2014
რაჭა (10043)

stripslashes((strlen('http://sportall.ge/mtavari/video.html?view=video&video=3800')>0?'http://sportall.ge/mtavari/video.html?view=video&video=3800':'http://sportall.ge/mtavari/video.html?view=video&video=3800')) მიდი ჯანო შენ ეს შეგიძლია !!!!

11:37 | 27.03.2014
mindoza09 (294)

stripslashes((strlen('http://www.futbolo.tv/rungtynes/1200/kl-granitas-kruoja')>0?'http://www.futbolo.tv/rungtynes/1200/kl-granitas-kruoja':'http://www.futbolo.tv/rungtynes/1200/kl-granitas-kruoja'))

11:23 | 27.03.2014
flyingdutchman (878)

გილოცავ ჯანო.

11:20 | 27.03.2014
napolitano (196)

კარგი თამაში გამოუვიდა ჯანოოოს )))) წარმატებებიიი)))))

11:14 | 27.03.2014
araza-1918 (6330)

ჯანო ირლანდიასთან გაგეტანოს ეგეთი გოლი

10:57 | 27.03.2014
jotia (138)

ლინკი დადეთ რა

10:34 | 27.03.2014
firenze (636)

კაი გოლი იყო. ეტყობა პროგრესი ჯანოს რაც როსტოვშია.

10:20 | 27.03.2014
მადრიდისტა (17021)

ბრავო ჯანო მაგარი გოლი იყო...უფრო ხშირად უნდა აიღო თამაში შენ თავზე

0.653541
2394