ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველი ჰარი მაგუაირმა "ლესტერთან" ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "ლესტერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.
ჰარი "მელიებმა" 2017 წელს "ჰალიდან" 17 მილიონ გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დაიმატეს. გასულ სეზონში მაგუაირმა პრემიერლიგაში 38-ვე მატჩი შეუცვვლელად ჩაატარა და დამაჯერებელი თამაშით მსოფლიოს ჩემპიონატზეც ითამაშა. რუსეთში გამართულ ტურნირზე შვიდი შეხვედრა ჩაატარა და გუნდს თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით დაეხმარა.