პოლონეთის ქალაქ ლოძში განახლდა 7-კაცა რაგბში ევროპის გრან პრის დასკვნით ეტაპის მატჩები. დღეს, საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაერთო და უელსი 28:5 გაანადგურა.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ლეჟავას შეგირდებმა ბრიტანელები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ერთადერთი ლელოც მხოლოდ ბოლო წამებზე გაუშვეს, ამასთან, არც ის უნდა გამოგვრჩეს, რომ რეფერიმ 2 ჩვენებური გაასინბინა.
ამგვარად, ქართველ მორაგბეებს ლოძში ერთადერთი შეხვედრა დარჩათ ჩასატარებელი. მე-9 ადგილისთვის მატჩში “ბორჯალოსანთა” მეტოქე იტალია იქნება. დღეს, აპენინელებმა პოლონეთს 17:7 სძლიეს.
ვთქვათ ისიც, რომ ჯამური შედეგებით, საქართველოს ნაკრებმა გრან პრიზე თამაშის უფლება შეინარჩუნა.