ფეხბურთი

19:35 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოლინა: VAR-ის სისტემა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებულად გამოიყენეს"

ფიფას მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კოლინამ განაცხადა, რომ VAR-ის (დამხმარე ვიდეო მსაჯი) სისტემა მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებულად გამოიყენეს.

"VAR-ის სისტემა წარმატებული აღმოჩნდა. მატჩები დიდხანს არ ჩერდებოდა. გამოცდილება რაც მივიღეთ ასეთია: როდესაც ამ სისტემას ვიყენებდით, ფეხბურთელები მსაჯის საბოლოო გადაწყვეტილებას ემორჩილებოდნენ. 100%-იან ეფექტურობას ვერ მივაღწევთ, თუმცა შეცდომების რაოდენობა მკვეთრად შევამცირეთ." - ციტირებს როიტერი კოლინას სიტყვებს.

ასევე კოლინას მონაცემებით, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიდეო რეფერის მეშვეობით 455 გადაწყვეტილება იქნა მიღებული, 20 შემთხვევაში მატჩის არბიტრებმა საბოლოო გადაწყვეტილებისთვის მონიტორი გამოიყენეს და 17-ჯერ შეიცვალეს აზრი.

0.114597