ფეხბურთი

13:24 | 9.09.2018 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი ქვილითაია ლატვიასთან მატჩს გამოტოვებს

საქართველოსა და ლატვიის შეხვედრას ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ტრავმის გამო გამოტოვებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს.

ფეხბურთელმა მატჩამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე კოჭის ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დასრულება ვეღარ შეძლო. გიორგი ქვილითაიას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და გადაწყდა, რომ ფეხბურთელი მკურნალობას ბელგიაში გააგრძელებს.

ეროვნული ნაკრების წევრი, გუნდის ექიმთან, დავით ხარაბაძესთან ერთად, ბრიუსელში დღეს დილით გაემგზავრა. ფეხბურთელის ოპერაცია ბელგიაში ორშაბათს დაიგეგმა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ გახდება ცნობილი, რა პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება ფეხბურთელი საკუთარ კლუბსა და ეროვნულ ნაკრებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:03 | 03.03.2023
ძიუდოო123 (1282)

მშვენიერი პროფესიაა ჯერ ჩაუგორდებიან და მერე იძალადაო და ფულს ახევენ

18:46 | 03.03.2023
dubligi (1492)

მერამდენეა ეს უკვე... ამის მიზეზი არანორმალურად დიდი ფულია და ეს ფული აქვთ უმთავრესად იმათ, ვისაც ადრე საერთოდ არ ჰქონდა..ეს ყველაფერი კიდევ იწვევს ესეთ ქცევებს.
არ შეიძლება 20 წლის ადამიანს მისცე კვირაში ნახევარი მილიონი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067577