ფეხბურთი

16:15 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ანტირეკორდი

ერთა ლიგის მატჩში ინგლისის ნაკრები შინ „უემბლის“ სტადიონზე ესპანეთთან 1:2 დამარცხდა. ინგლისმა ბოლო 30 წლის ანტირეკორდი დააფიქსირა. ნაკრებმა ზედიზედ სამი შეხვედრა წააგო. მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიასთან, შემდეგ მესამე ადგილისთვის ბელგიასთან და ახლა ესპანეთთან.

ბოლოს ინგლისმა ზედიზედ სამი ოფიციალური შეხვედრა 1988 წლის ევროპის ჩემპიონატზე წააგო. მაშინ ინგლისელები ჯგუფურ ეტაპზე ირლანდიასთან, საბჭოთა კავშირთან და ჰოლანდიელებთან დამარცხდნენ.

ამ მარცხით ინგლისელებმა უემბლის სტადიონზე 11-წლიანი წაუგებელი სერიაც შეწყვიტეს. ბრიტანელებმა ბოლოს „უემბლიზე“ 2007 წელს ხორვატიასთან 2:3 წააგეს.

0.118058