ფეხბურთი

12:15 | 9.09.2018 | ნანახია 1010 - ჯერ

შოუ მძიმე ტრავმას გადაურჩა

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველი ლუკ შოუ მძიმე ტრავმას გადაურჩა. ფეხბურთელი ერთა ლიგაზე ესპანეთთან გამართულ მატჩში დანი კარვახალს შეეჯახა და გონება დაკარგა. მატჩის შემდეგ შოუმ ტვიტერის გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება.

ესპანეთთან წაგებული (1:2) დაპირისპირების შემდეგ, შოუს ტრავმაზე კომენტარი გარეტ საუთგეიტმაც გააკეთა: "გასახდელში შოუ იჯდა და საუბრობდა, რაც კარგის მანიშნებელია. მართალია არასასიამოვნო შეჯახება იყო, თუმცა ახლა იგი დადის და საუბრობს."


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:42 | 09.09.2018
zviadi-shxefi (6306)

ნაჯახით დასდევდა კარვახალს და ალბათ ვერ მოითმინა ესპანელმაც და დაამტვრია თქვა ვიფიქრე (მაგ მომენტში ჩამძინებია), თურმე კარვახალის ბრალი აქ ნაკლებად ყოფილა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.133761
სარეკლამო ადგილი - 99
X x X