ფეხბურთი

4:25 | 9.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუქსემბურგი აღარ ხუმრობს... (+VIDEO)

სამი თვის წინ საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგის ნაკრებთან ძალზე გადახალისებული შემადგენლობით ისპარინგა და დამარცხდა. რა თქმა უნდა, წაგება სასიამოვნო არასდროსაა, მაგრამ რატომღაც, ბევრს მიაჩნია, რომ თუნდაც საქართველოს ნაკრები და თუნდაც მეორე შემადგენლობით ლუქსებურგთან არ უნდა აგებდეს. მართალია, არ უნდა აგებდეს, მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ამ ჯუჯა სახელმწიფოს მთავარი ნაკრები არასაფეხბურთო ანგარიშებით აგებდა.

ფაქტი ჯიუტია: ლუქსებურგის ნაკრები არანორმალურად დიდ პროგრესს განიცდის და აგერ, ერთა ლიგის პირველივე ტურში ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. „სტად ჟოზი ბართელზე“ მოლდოვას ნაკრები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - გაანადგურა!

4:0 - კევინ მალგე, ოლივიე თილი, დანელ სინანი და კრისტოფერ მარტინში გოლების ავტორები. ლუქსემბურგელთა აშკარა პროგრესზე ბუნებრივია ეს ერთი გამარჯვება არ მეტყველებს: ბოლო 6 მატჩიდან 4 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და ოდენ ერთხელ წააგო (ავსტრიასთან 0:4). დაამარცხა უნგრეთის, მალტის, საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებები, ხოლო ზედ მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მუნდიალის მონაწილე სენეგალთან საპატიო ფრე ითამაშა.

სხვათა შორის, იქამდეც იყო წარმატებული მატჩები - ალბანეთთან (2:1) და ბელარუსთან (1:0) გამარჯვებები, ხოლო მომავალ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან, საფრანგეთში ფრე (0:0)!

ახლა, ამ ყველაფერს იმასაც თუ დავიმატებთ, რომ ლუქსემბურგის გუნდი „დუდელანჟი“ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება - ლუქსემბურგი აღარაა მაჩანჩალა ქვეყანა ფეხბურთში...

0.115276