"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა მატეო დარმიანმა შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. როგორც Corriere dello Sport-ი იუწყება, ფეხბურთელი ინგლისურ გუნდში სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო უკმაყოფილოა და მზადაა კლუბი დატოვოს. "ნერაძური" კი იტალიელი ფეხბურთელითაა დაინტერესებული და ზამთარში მოლაპარაკებას დაიწყებს.
დარმიანი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2015 წელს "ტორინოდან" გადავიდა. იტალიელმა სამი სეზონის განმავლობაში 86 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში კი მატეომ მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშა და სამი შეხვედრის განაცხადში ჟოზე მოურინიომ არ შეიყვანა. მცველის სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონი ევროა.