კალათბურთი

20:59 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების წევრი "ტიტებში" ითამაშებს

სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ილია ლონდარიძე 2018-2019 წლების სეზონს „ტიტების“ რიგებში გაატარებს.

ლონდარიძე ტიტებში თბილისის დინამოდან გადავიდა სადაც ზედიზედ ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ილია დინამოელთა კაპიტანი იყო.

‘’ტიტები’’ ახალი სეზონისთვის ვარჯიშს სულ მალე შეუდგება მანამდე კი ლონდარიძე საქართველოს ეროვნულ ნაკერებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება.

ილო 2017 წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.

ილია ლონდარიძე

დაიბადა: 09.15.1989

სიმაღლე: 205

პოზიცია: მძიმე ფორვარდი

კარიერა:

2007-2009 მაკაბი

2009-2010 დინამო თბილისი

2010-2011 თსუ

2011-2014 შსს აკადემია

2014-2018 დინამო თბილის

ტიტულები:

საქართველოს ჩემპიონი 2013 2017 2018

საქართველოს თასი 2013 2015 2016

სუპერთასი 2016 2017

ქორქია საკანდელიძის მემორიალი 2011

დუდუ დადიანის მემორიალი 2016 2017

0.112204