ფეხბურთი

18:40 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მიქსუ პაატელაინენი: "საქართველო ფანტასტიკური გუნდია"

ლატვიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა საართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 51 წლის ფინელი სპციალისტის განცხადებით, საქართველო შესანიშნავი გუნდია, რომელიც სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და მის გუნდს ძალიან რთული თამაში ელოდება.

პაატელაინენმა ასევე გამოარჩია რამდენიმე ფეხბურთელიც და ვლადიმირ ვაისის ფაქტორიც:

“დიდი მოლოდინი გვაქვს ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით. საქართველო ფანტასტიკური ნაკრებია, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს. მართალია, ყაზახეთთან ასეთი თამაში მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენა, მაგრამ ძალიან ძლიერი ნაკრებია და ძალიან გაგვიჭირდება. საქართველოს ნაკრები ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტია.

ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელები არიან. გამოვარჩევდი ჩაკვეტაძეს, ყაზაიშვილს. ასევე, კანკავას, რომელიც ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერია. ამასთან ცენტრალური მცველების წყვილი, კაშია და კვირკველია. მთლიანობაში ძალიან რთულია ვინმეს გამოყოფა, რადგან დაბალანსებული, კარგი გუნდია. ვეცდებით, რომ გავაკონტროლოთ თქვენი გუნდი, თუმცა ეს რთული იქნება.

დიახ, საქართველოსა და ფინეთის შეხვედრა ძალიან კარგად მახსოვს. ფინეთში ფრე დაფიქსირდა, თბილისში კი მოვიგეთ, მაგრამ ძალიან რთული თამაში იყო. საქართველოს ემოციური გულშემატკივრები ჰყავს და აქ თამაში რთულია. დისციპლინირებულად და ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. როგორ გამოგვივა ეს, თამაში გვაჩვენებს. ახლა უკვე სხვა სიტუაციაა, ფინეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებში ბევრი ცვლილება მოხდა. სხვა მწვრთნელი ჰყავს, ვლადიმირ ვაისი ძალიან გამოცდილი და ტაქტიკურად განსწავლული მწვრთნელია.

ანდორის ნაკრებმა დალაგებულად, დიდი მონდომებით ითამაშა, თუმცა ხვალ სხვა თამაში იქნება. ამ ჯგუფში ყველა თამაში დაძაბული და რთული იქნება. ვაცნობიერებთ იმას, რომ ხშირად მოგვიწევს დაცვაში მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ, ვიდრე ეს ანდორასთან იყო. ამიტომ, განსხვავებული თამაში იქნება.

ხვალ გამოჩნდება, როგორი რეაქცია ექნება გუნდს ანდორასთან წარუმატებელი თამაშის შემდეგ. ლატვიას შეუძლია კარგი ფეხბურთის ჩვენება და თამაშების მოგება, იმედია, ამას ხვალ მოვახერხებთ”, - განაცხადა პაატელაინენმა.

კომენტარი გააკეთა ლატვიის ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა ანდრის ვანინსმაც:

“რა თქმა უნდა, გვუსრს, რომ ოფიციალურ მატჩებში საქართველოსთან წაუგებელი სერია გავარგძელოთ. ჩვენ აქ დადებითი შედეგისთვის ჩამოვედით და გვინდა, რომ ლატვიელ გულშემატკივარს დავუმტკიცოთ, რომ გამარჯვება შეგვიძლია. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”, - აღნიშნა ვანინსმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ლატვიიის ნაკრებთან მატჩი 9 სექტემბერს, 20:00 საათზე თბილისში გაიმართება.

0.123554