სხვა

13:25 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძის 50-ე შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ქალთა შორის სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ევროპის სამგზის გამარჯვებულმა ნინო სალუქვაძემ სამხრეთ კორეის ქალაქ ჩანგვონში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპზე 574 ქულა დააგროვა და 50-ე ადგილზე გავიდა. სალუქვაძემ პირველ სერიაში – 284, მეორეში კი 290 ქულა მიითვალა.
აღნიშნულ სახეობაში მსოფლიოს ჩემპოიონი უკრაინელთა ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი გახდა, რომელმაც კორეაში ზედიზედ მეორე ტიტული არ დაანება რუსთა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ვიტალინა ბაცარაშკინას (მან წარმატებას შერეულ წყვილებში მიაღწია).

უკრაინელმა და რუსმა სპორტსმენებმა ფინალის ბოლო სერია 37-37 ქულით დაასრულეს, გამარჯვებულის გამოვლენას კი სამი დამატებითი გასროლა დასჭირდა. პირველი ორი ორივემ 4+4 დაასრულა, მესამეში კი კოსტევიჩმა 3:2 იმარჯვა. ბრინჯაოს გერმანელი დორეენ ვენეკამპი დაეუფლა 31 ქულით, მეოთხეზე კი 26-ით ტაიპეელი ჩენ ჩია ტინი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილმა ოთხეულმა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვა, თუმცა რადგან ბაცარაშკინას ის შერეული წყვილებიდან უკვე მიღებული ჰქონდა, ამიტომ საგზური მეხუთეზე გასულ გერმანელ მონიკა კარშს გადაეცა.

0.134938