იტალიური „მილანი“ ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ჩესკ ფაბრეგასის ტრანსფერზე იწყებს მუშაობას. Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „როსონერი“ 31 წლის ესპანელის გადაბირებას იანვრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება.
აღსანიშნავია, რომ ფაბრეგასი „არისტოკრატთა“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და თანაც, კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში უმთავრდება. შესაბამისად, იტალიური მხარე იმედოვნებს, რომ სასურველი წინადადების შემთხვევაში „ჩელსი“ ფეხბურთელს შეელევა.
გამოცდილმა ესპანელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა და მაურიციო სარის გეგმებში ვერ ჯდება.