8 სექტემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ციალკოვსკის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 61, 70, 79, 92 და 125 კგ. კატეგორიის ფალავნები გამართავენ.
საქართველოს სახელით ხალიჩაზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), ევროპის 2-გზის პრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (79 კგ.), ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი დავით ხუციშვილი (79 კგ.), ევროპის პრიზიორი 23-წლამდელთა შორის ნიკა კენჭაძე (79 კგ.), ევროპის 2-გზის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი 23-წლამდელთა შორის ირაკლი მწითური (92 კგ.) და ოლიმპიური პრიზიორი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი, მსოფლიო პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (92 კგ.) გავლენ.
აღსანიშნავია რომ მწითური და მარსაგიშვილი ერთმანეთს პირველივე წრეში შეხვდებიან. შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება.