ჭიდაობა

0:28 | 8.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაჭარაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

7 სექტემბერს, სომხურ ვანაძორში სტარტი აიღო “სტეპან სარგსიანის თასის” გათამაშებამ, რომელშიც 15 ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ერთბაშად 16 (!) მედლის მოპოვების შანსი აქვს. მძიმე წონით კატეგორიაში პირველად ასპარეზობს ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის გივი მაჭარაშვილი (97 კგ). მცხეთელი ფალავანი ფინალში გავიდა და რუსეთის წარმომადგენელ თიმურ ბაზაევს შეხვდება.

ბრინჯაოს მედლებისთვის ამირან ვახტანგიშვილი (61 კგ.), გიორგი რევაზიშვილი (61 კგ.), ცოტნე აბალაკი (65 კგ.), მაგომედ საიდოვი (65 კგ.), მირზა სხულუხია (70 კგ.), დავით ტლაშაძე (74 კგ.), საბა ჩიხრაძე (86 კგ.), მუხრან ნარსავიძე (92 კგ.), მექი სიმონია (92 კგ.), მამუკა კორძაია (97 კგ.) და როლანდ ანდრიაძე (125 კგ.) იჭიდავებენ.
რობერტ დინგაშვილი (57 კგ.), ედემი ბოლქვაძე (65 კგ.), რამაზან მალაკოევი (70 კგ.) და ზაურ ბერაძე (86 კგ.) დამამშვიდებელ წრეში გააგძელებენ მედლებისათვის ბრძოლას.

ფინალური ბლოკი 8 სექტემბერს 15:00 საათზე დაიწყება.

0.121113