ფეხბურთი

22:35 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანემ გერმანიის ნაკრების შეკრება დატოვა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ლეროი სანემ გერმანიის ეროვნული ნაკრების შეკრება პირადი მიზეზების გამო დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ნაკრების პრესსამსახურმა ტვიტერის გვერდი მეშვეობით გაავრცელა. როგორც Bild-ი იუწყება, სანეს შესაძლოა უახლოეს დღეებში შვილი შეეძინოს და გუნდის დატოვების მიზეზიც ეს იყო.

სანე იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანა და ლეროი ნაკრებში ერთა ლიგის შეხვედრისთვის გამოიძახა. გერმანიამ A ჯგუფში პირველი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონთან, საფრანგეთის ნაკრებთან გამართა და შემტევი მარკო როისის ნაცვლად 83-ე წუთზე შევიდა მოედანზე.

0.117219