ფეხბურთი

19:57 | 7.09.2018 | ნანახია 4189 - ჯერ

ერთა ლიგა: კალენდარი, წესები, თარიღები

უეფას ერთა ლიგის გათამაშებამ სტარტი აიღო. საქართველოში, ტურნირისადმი, რომელიც ისტორიაში პირველად ტარდება, ინტერესი დიდია. საქართველოს ნაკრები D დივიზიონში თამაშობს და 16 ნაკრებიდან 1 ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. გარდა ამისა, ჯგუფების გამარჯვებული 4 გუნდი ავტომატურად, ერთა ლიგის შემდეგ გათამაშებაში ერთი საფეხურით დაწინაურდებიან და უკვე C დივიზიონში ითამაშებენ.

ბოლო დროს ბევრი კითხვა გაჩნდა ერთა ლიგის ფორმატის შესახებ. ჩვენმა ვებგვერდმა აღნიშნულზე აქამდეც გიამბოთ, მაგრამ ახლა ისევ გაგაცნობთ ფორმატს.

ვინაიდან, „ჯვაროსნები“ D დივიზიონში არიან, სწორედ ამის შესახებ ვისაუბროთ:

დივიზიონში 16 ნაკრები ასპარეზობს, რომლებიც ოთხ, 4-გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ჯგუფის 4 გამარჯვებული პლეი-ოფში გავა, ანუ, ნახევარფინალურ სტადიაზე.

A ჯგუფი

საქართველო, ლატვია, ანდორა, ყაზახეთი

B ჯგუფი

ბელარუსი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, სან მარინო

C ჯგუფი

აზერბაიჯანი, ფარერები, კოსოვო, მალტა

D ჯგუფი

მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტეინი, გიბრალტარი

ჯგუფური ეტაპი უკვე დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

საქართველოს კალენდარი ასეთია:

6 სექტემბერი: ყაზახეთი - საქართველო 0:2

9 სექტემბერი: საქართველო - ლატვია

13 ოქტომბერი: საქართველო - ანდორა

16 ოქტომბერი: ლატვია - საქართველო

15 ნოემბერი: ანდორა - საქართველო

19 ნოემბერი: საქართველო - ყაზახეთი

პლეი-ოფის ნახევარფინალში ოთხეულიდა საუკეთესო შედეგის მქონე დაწყვილდება ქულების მხრივ მეოთხე პირველ ადგილოსანთან და თამაშს შინ ჩაატარებს. შესაბამისად, მეორე გამარჯვებული უმასპინძლებს მესამე გამარჯვებულს. აი, ფინალის მასპინძელი კი, წილისყრით გამოვლინდება. მაგალითად, უმასპინძლებს ან პირველი, ან მეორე წყვილის გამარჯვებული.

უშუალოდ პლეი-ოფის (ნახევარფინალი, ფინალი) მატჩები კი 2020 წლის 26-31 მარტის ჩათვლით გაიმართება და სწორედ მაშინ გაირკვევა D დივიზიონის ჩემპიონი, რომელიც ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზეც მიიღებს მონაწილეობას.

Loading...

კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:41 | 08.09.2018
berodaviti (4140)

ლოგიკურად ხვალაც 2:0 უნდა მოვიგოთ !

ტაბლო სტატისტიკის წიანააღმდეგ, ასეც ხდება ?!
NOR 1:2 BOS

67% ბურთის ფლობა 33%
26 დარტყმა 5
8 კარში დარტყმა 3
8 კარისკენ დარტყმა 2
10 ბლოკირებული დარტყმა 0
1 სეივი 7
18 კუთხური 1
1 ოფსაიდი 2
12 ჯარიმა 15
0 ბარათი 4
554 პასი 258
29 აუტი 18

15:10 | 08.09.2018
M.U2020 (222)

და კი ვისაც აინტერესებს და კიდე ვერაფერი გაიგო და კითხვა არ იცის ნახევრაფინალები 1 თამაშიანი ვისაც მაგ წუთისვის უფრო დიდი რეიტინგი ექნება ის თამაშობს სახლში . ფინალიც ისეა ვისაც მეტი რეიტინგი ექნება ამიტომ საქართველომ 6ვე თამაში უნდა მოიგოს რო აივიწიოთ ჩვენი რეიტინგი

17:02 | 08.09.2018
irakli111 (111)

ხო არ იცი უეფას რეიტინგი მოქმედებს თუ ფიფასი?იმიტომ რომ უეფას რეიტინგში ძაან ბევრი გვიწსრებს ყაზახეთიც დაჟე

17:12 | 08.09.2018
M.U2020 (222)

ფიფას რეიტინგით რათქმაუნა.

15:08 | 08.09.2018
M.U2020 (222)

რაც არ იცით ნუ წერთ რა იჩალიჩონ D-ში გადასვლაზე წაიკითხეთ წესები და უაზროთ ნუ წერთ ) 2020/2021 წელს იწყება ისევ ეს ერთა ნაცია თუ რაცხაა და იქ თამაშდებ 4 საგზური ამჯამად მსოპლიო ჩემპიონატზე .

21:13 | 08.09.2018
giorgi_1981 (193)

შენ ვინ მოგცა მაგის უფლება ვინმეს უაზროთ წერო რო ეუბნები? თურამე იცი უკეთესი და ვინმეზე მეტი დაწერე მარა არამგონია მასე იყოს

15:06 | 08.09.2018
M.U2020 (222)

ჯგუფიდან გავლენ . საქართველო ფარერები მაკედონია და ბელორუსია

13:44 | 08.09.2018
irakli111 (111)

ძალიან ბევრი შეცდომაა 2019 წლის 5 ივნისიდან 9 ივინისამდე გაიმართება ნახვეარფინალები და ფინალი შემდეგ 22 ნომებერს არის კენჭისყრა ოღონდ უკვე მთლიანად საჩემპიონო ერთალიგის რათა საუკეთესო გუნდები 4ივე დივიზონიდან შეხვდნენ ერთმანეტს და ჩმეპიონი გამოვლინდეს და და 2020 წლის 26-31 მარტს იქნება ეს თამაშები რა არის აგუგებარი?აჰა უეფას საიტიდან ვაკოპირებ და თავად ნახეთ და ეს მსოფილიო სპორტი რას ლაპარაკობს თვითონაც არ იცის
Group stage draw: 24 January 2018 (12:00 CET), Lausanne
Matchday 1: 6–8 September 2018
Matchday 2: 9–11 September 2018
Matchday 3: 11–13 October 2018
Matchday 4: 14–16 October 2018
Matchday 5: 15–17 November 2018
Matchday 6: 18–20 November 2018
Finals draw: tbc
Finals: 5–9 June 2019
UEFA EURO 2020 play-off draw: 22 November 2019
UEFA EURO 2020 play-offs: 26–31 March 2020

15:00 | 08.09.2018
# KoRBeN DaLLaS # (12849)

მადლობა. ისე კი, საქართველომ ერთი წაიფორხილოს და რა მაგრად გვეკიდება ეს ყველაფერი, წარმომიდგენია

15:08 | 08.09.2018
BEERTRANCE (97749)

კი, ეგრევე დაიწყება რა ჩემ დიშლად გააკეთესო ვინცხა სომხეთი თუ მაკედონია გავიდა და B დივიზიონიდან არ ჯობდა ვინმე გასულიყოო DDDDDDDDDDDDDDDDDდ

09:19 | 08.09.2018
grande roma (513)

Da kide.kai es kai magram ai poloneti italia portugalia da msgavs 3 gundian jgufebshi ra xdebaa

09:18 | 08.09.2018
grande roma (513)

Veraferi ver gavige dzan uazro ragaca moigones yopiliyo isev shesarchevebi ra rogorc iyo grandebui mainc chamodiodnen ra

11:39 | 08.09.2018
iceman (1924)

შესარჩევი ისევ იქნება, უბრალოდ ამხანაგური მატჩების მაგივრად შემოიღეს ეს ტურნირი და თან დამატებითი ადგილები თამაშდება, კაროჩე ძალიან მაგარი მოიფიქრეს ეს ტურნირი

11:01 | 08.09.2018
kakhaberry (2335)

შესარჩევები ჩვეულებრივ იქნება და გრანდებიც ისევ ჩამოვლენ თუ მოხვდნენ ჩვენთან ჯგუფში.
ამ ტურნირმა რეალურად ამხანაგურები ჩაანაცვლა და დამატებითი შანსია გასვლის, განსაკუთრებით მაჩანჩალებისთვის. შესარჩევი ისევ ისე იქნება, უბრალოდ შემოდგომის მაგივრად გაზაფხულზე დაიწყება. ეგაა და ეგ

10:01 | 08.09.2018
milanski20 (69)

ძლივს ევროპაზე გასვლის შანსი მოგვეცა ეგა მთავარი დიდ გუნდებს იქ შევხვდებით

23:56 | 07.09.2018
dinamo222 (4335)

C ჯგუფის გამარჯვებული რომ შეგვხვდეს კარგი იქნებოდა და მერე ფინალში მაკედონიასავც მოვუგებთ და ბელორუსიასაც !

08:27 | 08.09.2018
centurioni (345)

მაკედონია კი არა სომხეთი გავა უფრო

08:53 | 08.09.2018
didier_drogba (12460)

ვერგავა სომხეთი

23:42 | 07.09.2018
iolasha75 (35)

კახაბერის განმარტებებით გასაგები გახდა ფორმატი, ერთი ვერ გავიგე, ჩვეულებრივი შესარჩევი რომელიც მარტში დაიწყება კენჭისყრა როდისაა და რამდენგუნდიანი ჯგუფები იქნება?
ვფიქრობ გოლის გაუშვებლადაც შეიძლება ამ ჯგუფის ჩამთავრება...

00:56 | 08.09.2018
kakhaberry (2335)

შესარჩევის წილისყრა 2 დეკემბერსაა და 5 ხუთგუნდიანი და 5 ექვსგუნდიანი ჯგუფი იქნება

23:41 | 07.09.2018
giorgi_1981 (193)

ღმერთმა ქნას მოვიგეთ ეს D დივიზიონი ფინალის ჩათვლით მოვხვდით ევროპაზე და მეორე ერთა ლიგის გათამაშებაში გადავინაცვლეთ ც დივიზიონში იქ შანსი ძააან მცირე გვაქვს ჯგუფის მოგების და რა გამოდის უნდა ვიჩალიჩოთ რო ყველაზე უარესი შედეგი დავაფიქსიროთ რო უკან დავბრუნდეთ და ისევ აქედან ვცადოთ? ამას ვინ გააკონტროლებს საზიზღრობა თამაშები არ წავა?

00:58 | 08.09.2018
kakhaberry (2335)

ჰო, მაგაზე მეც მიფიქრია და ჩვენნაირი გუნდებმა შესაძლოა ისევ D დივიზიონში დაბრუნება იჩალიჩონ საევროპოდ. ან ცოტა ძლიერებმაც )
თუ C დივიზიონიდან გასვლის ამბიცია არ გაგვიჩნდა, ისე თუ გავბლატავდით :დ

10:07 | 08.09.2018
giorgi_1981 (193)

ხო რა თუ რომელიმე გუნდი ც დივიზიონში პირველ ორ თამაშს წაააგებს მერე უნდა იჩალიჩოს რაც შეილება მეტი თამაში წაააგოს და დიდი ანგარიშით .
ხოოო რასაყურებელი იქნება მაგ თამაშები

23:58 | 07.09.2018
dinamo222 (4335)

არა ჩვენი დ ჯგუფი თუ მოვიგეთ მარტში ეგრევე გავდივართ ევროზე ყოველგვარი ც ჯგუფში ასვლის გარეშეც ! მაია წყნეთელის არ იყოს კანონსი ეგრე სწერია D

11:37 | 08.09.2018
iceman (1924)

არანაირად ჯგუფი თუ მოვიგეთ ავტომატურად ავდივართ ც ჯგუფში მაგრამ ფლეიოფიც უნდა მოვიგოთ ევრო 2020-ზე რომ გავიდეთ

00:05 | 08.09.2018
giorgi_1981 (193)

ეხლა რო გავდივართ გავიგე ევრო 2020 ზე მაგრამ ევრო 2024 ც ჯგუფიდან არ მოგვიწევს თამაში

01:07 | 08.09.2018
dinamo222 (4335)

2024 წლამდე ვიცოცხლოთ და მანამ კიდევ რამეს მოიფიქრებენ DD

23:32 | 07.09.2018
dinamo222 (4335)

მოკლედ აუცილებლად საუკეთესო უნდა ვიყოთ რომ მეოთხე შედეგოსანს სახლსი შევხვდეთ ან მეორე მაინც ვიყოთ რომ მესამე მივიღოთ სახლში !

22:58 | 07.09.2018
giorgi_1981 (193)

ეს ყველაფერი გავიგეთ პაჩტი და კარგია ჩვენისთანა ნაკრებისთვის მარა ერთი ეს გამარკვიეთ გამარჯვებული ამ ჯგუფების თითო საფეხურით იწევს ხო ზემოთ ჯგუფებში და შესაბამისად ვიგაცა ქვეითდება ხო ესეა?

23:32 | 07.09.2018
milanski20 (69)

c დივიზიონიდან დაქვეითდება

21:52 | 07.09.2018
dubligi23 (598)

ანუ,მე რო ვარჩევ სომხეთი გვხვდება თუ მაკედონია, ეგ არასწორია და აუცილებლად მაგ ჯგუფს არ ვეტაკებით...

21:32 | 07.09.2018
Shevche (14212)

ე.ი. ვიკიპედიაზე რაც წერია:

ამ 4 ჯგუფს ხომ ეყოლება შესაბამისად 4 პირველადგილოსანი ნაკრები. აქედან საუკეთესო შედეგის მქონე პირველადგილოსანი მასპინძლობს ყველაზე "ცუდი" შედეგის მქონე პირველადგილოსანს.
ხოლო რანგით მე-2 საუკეთესო პირველადგილოსანი მასპინძლობს რანგით მე-3 საუკეთესო პირველადგილოსანს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ, რაც შეიძლება მაღალი ბურთების სხვაობით, რომ გვქონდეს დანარჩენ 3 პირველადგილოსანზე უკეთესი შედეგი და შესაბამისად ნახევარფინალური მატჩი ვითამაშოთ თბილისში, ყველაზე სუსტ პირველადგილოსანთან.
თუ ჩვენ ამას მოვახერხებთ, ცალი ფეხით ფინალში ვართ.

21:16 | 07.09.2018
sturtuc (3197)

ამათ ხომ უცოდინრობის გამო ნორმალურად არ უწერიათ. კახაბერმა ახსნა დაწვრილებით სულ შვიდი კომენტარია და მაინც ერთიდაიგივეს კითხულობენ

21:06 | 07.09.2018
despe (3218)

ესე იგი, ყველა მატჩის მოგებაც აუცილებელია და ბევრი გატანილი გოლიც!

იმედია გავითავისებენ შტაბში ამას

მსოფლიო სპორტი, უკეთ შეიძლებოდა, მაგრამ რახან შეისმინეთ, მაინც მადლობა!

21:01 | 07.09.2018
levani82 (41348)

kakhaberry

შენიდან მაინც დაეკოპირებინათ

20:25 | 07.09.2018
dubligi23 (598)

და სადაა პასუხი ნახევარფინალები 2 თამაშია თუ ერთი? და თუ ერთი, ეს რა უბედურება წესია და რის მიხედვით აირჩევა სად ჩატარდება...აი ეს გვაინტერესებს, თორემ ეგ ჩვენც ვიცით

20:32 | 07.09.2018
kakhaberry (2335)

აი პასუხი. ვიკიპედიიდან:
Each play-off path will feature two single-leg semi-finals, and one single-leg final. The best-ranked team will host the fourth-ranked team, and the second-ranked team will host the third-ranked team. The host of the final will be decided by a draw

20:33 | 07.09.2018
kakhaberry (2335)

ანუ როგორც ქვემოთ მიწერია ისეა. აი ვისაც აინტერესებს, სრული ლინკი

https://en.wikipedia.org/wiki/2018%E2%80%9319_UEFA_Nations_League#UEFA_Euro_2020_qualifying

20:15 | 07.09.2018
kakhaberry (2335)

ძალიან ზერელედ და თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი სტატიაა. თან შეცდომაა, ნახევარფინალები წილისყრით არ ვლინდება, 2019 წლის 22 ნოემბრის წილისყრაზე ფინალის მასპინძლები რომელი ნახევარფინალური წყვილებიდან იქნებიან ის გაირკვევა.
ასევე იმ გუნდების წილისყრები, რომლებიც ჯგუფის გამარჯვებულები არ იქნებიან და ადგილს იმის ხარჯზე მოიპოვებენ, რომ ჯგუფის გამარჯვებული უკვე გასული იქნება შესარჩევიდან

20:03 | 07.09.2018
kakhaberry (2335)

არა, ერთთამაშიანები იქნება. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ყველაზე უარესი შედეგისას უმასპინძლებს და მე-2 მე-3-ეს.

შეფასებების სტატიაში დავწერე უფრო დაწვრილებით და აქაც გადმოვაკოპირებ:

მოკლედ, როგორც ჩანს ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია ამ ერთა ლიგის და შესარჩევების ურთიერთდამოკიდებულება და შეძლებისდაგვარად ავხსნი, ადრე მეც კარგად გავწვალდი, სანამ ბოლომდე გავერკვეოდი )))

ანუ ერთა ლიგის ჯგუფურები დამთავრდება წელსვე, ნოემბერში. ქვედა ლიგების ჯგუფების გამარჯვებულები აინაცვლებენ ერთი დონით მაღლა, ხოლო ბოლოადგილოსნები ჩამოინაცვლებენ დაბლა შემდეგი ტურნირისთვის.
ამის შემდეგ გაისად მარტში დაიწყება ჩვეულებრივი შესარჩევები, რომლებიც დამთავრდება გაისად ნოემბერში.

ამსთანავე გაისად ივნისში იქნება ე.წ. ოთხთა ფინალი (რომელსაც ევროპაზე გამსვლელ პლეიოფთან არ აქვს კავშირი), სადაც ითამაშებენ A დონის ჯგუფების პირველადგილოსნები. იქნება ერთ თამაშიანი ნახევარფინალები, მე-3 ადგილისთვის მატჩი და ფინალი და გამოვლინდება ერთა ლიგის ჩემპიონი.

ახლა მთავარი. შესარჩევების დასრულების მერე (გაისად ნოემბერში), 10 ჯგუფიდან ევროზე გავა 2-2 გუნდი და დარჩება 4 ადგილი, რომლებიც გადაეცემათ პლეიოფების გამარჯვებულებს, ოღონდ ეს პლეიოფები გათამაშდება არა შესარჩევების მესამეადგილოსნებს შორის (როგორც აქამდე იყო), არამედ ერთა ლიგის მონაწილეებს შორის 2020 წლის მარტში შემდეგი პრინციპით:

ყოველი დონის ჯგუფების გამარჯვებულები(4-4 გუნდი)ერთმანეთში ითამაშებენ ერთ თამაშიან ნახევარფინალებს და შემდეგ ფინალს. საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი უმასპინძლებს უარესი შედეგის მქონეს და მე-2 უმასპინძლებს მე-3-ეს. ფინალის მასპინძელი გაირკვევა კენჭისყრით.

ამასთანავე, თუ რომელიმე ჯგუფის ჩემპიონი უკვე მოხვედრილია ევროპაზე ტრადიციული შესარჩევებიდან, მაშინ მის ადგილს პლეიოფში დაიკავებს იმავე დონეზე საუკეთესო შედეგის მქონე მომდევნო გუნდი, რომელიც ვერ გავიდა შესარჩევებიდან. თუ იმავე დონეზე ასეთი გუნდი არ იქნა, ადგილი გადაეცემა ქვედა დივიზიონის გუნდს.

ჰოდა მოკლედ ყოველი დონიდან შეირჩევა 4-4 გუნდი და ევროს დარჩენილი 4 საგზური ასე გათამაშდება. ჭირი იქა, ლხინი აქა. იმედია ასე თუ ისე გასაგებად ავხსენი

21:39 | 07.09.2018
dgk (26)

მაინც ვერ გავიფე ეს ერთა ლიგა ჩვეულებრივი შესარჩევის პარალელურად ტარდება? უბრალოდ დამატებითი შანსია გასასვლელად, თუ შესარჩევის ჯგუფიდან ვერ გახვედი?

02:56 | 08.09.2018
O. Mertskhali (2961)

კი, დამატებითი შანსია

20:01 | 07.09.2018
milanski20 (69)

რა მაინტერესებს ლატვია გავიგე მარა სხვა ბალტიისპირული გუნდები რატო არ არია დ დივიზიონში და სად არიან საერთოდ?

20:31 | 07.09.2018
kakhaberry (2335)

C დივიზიონში არიან ესტონეთი და ლიტვა

19:49 | 07.09.2018
XoMe (890)

შინ და გარეთ რათქმაუნდა ხო? პლეიოფი

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.153873