ფეხბურთი

12:16 | 7.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

სნეიდერმა საკრებო კარიერა დაასრულა

34 წლის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ჰოლანდიის ნაკრებს დაემშვიდა. სნეიდერისთვის პერუსთან (2:1) გამართული ამხანაგური მატჩი სანაკრებო კარიერაში ბოლო აღმოჩნდა. ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მწვრთნელმა 69-ე წუთზე კუინსი პრომესში შეცვალა.

სნეიდერმა ჰოლანდიის ძირითადი ნაკრების მაისური პირველად 2003 წელს მოიგო, მას შემდეგ უესლიმ ნაკრებში 134 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

2010 წელს ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დამარცხდა. 2014 წლის ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოლანდიამ მესამე ადგილი დაიკავა.

0.170737