სლოვენიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე იან ობლაკი შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, "ნერაძურის" ხელმძღვანელობა მზადაა ესპანურ კლუბთან მოლაპარაკება დაიწყოს.
მილანელებს ობლაკი 35 წლის სამირ ჰანდანოვიჩის ჩასანაცვლებლად სურთ. იმ შემთხვევაში თუ მადრიდელები მეკარის გაყიდვაზე უარს განაცხადებენ, მაშინ "ინტერი" შეეცდება "ფიორენტინას" კარის დარაჯი ალბან ლაფონა გადაიბიროს.
ობლაკი "ატლეტიკოს" 2014 წელს შეუერთდა. მას შემდეგ იანმა ესპანეთის და უეფას სუპერთასი მოიგო, ასევე სლოვენიელი ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.