ფეხბურთი

22:18 | 6.09.2018 | ნანახია 0 - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: "ახლა ლატვიასთან თამაშზე უნდა ვიფიქროთ"

საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ყაზახეთთან (2:0) თამაში შეაფასა. გიორგის განცხადებით, ხელოვნურ საფარზე თამაში რთული იყო, მაგრამ გუნდმა მიზანს მაინც მიაღწია.

მერებაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ ლატვიის ნაკრებთან მატჩზე უნდა იფიქრონ, რადგან ის უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრაა.

„ძალიან რთული თამაში იყო გამომდინარე იქედან, რომ ხელოვნურ საფარზე მოგვიწია თამაში. მე პირადად ხელოვნურზე დიდი ხანია არ მითამაშია და გაგვიჭირდა. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ასტანას“ ფეხბურთელები ბევრი იყვნენ მოედანზე, მათი საშინაო მინდორია და შეჩვეულები არიან. თუმცა, ჩვენ მიზანს მივაღწიეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. მაგრამ, ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან უფრო მნიშვნელოვანი თამაში გველოდება ლატვიის ნაკრებთან, რომელიც ასევე მოსაგები თამაშია და ვეცდებით, გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგათ ჯგუფიდან გასვლისკენ.

დღეს მიზანი იყო, რომ არწაგვეგო, რადგან ქულაც დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ვინაიდან შემდეგი თამაში სახლში გვექნებოდა. წინასწარ გვქონდა დაგეგმილი, რომ შეტევაში თავქუდ-მოგლეჯილი არ წავსულიყავით და დაცვიდან გვეთამაშა. ჩავეტაძის შესანიშნავმა გოლმა კი თამაში უფრო გაგვიადვილა. შესვენებაზე ვაისის დავალებას რაც შეეხება, ყაზახეთის 9 ნომერი, რომელისაც თამაში მიყავდა, მასთან ახლოს უნდა გვეთამაშა, რომ არ მიგვეცა შეტევის თავისუფლად გაგრძელების საშუალება. ასევე წინასწარ ვიცოდით, რომ ყაზახეთი ფლანგებიდან თამაშობდა და მასთვის ეს სივრცეც შეგვეზღუდა. ვფიქრობ, დავალება შევასრულეთ და ამის შედეგია, რომ გავიმარჯვეთ“, - განაცხადა მერებაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში 9 სექტემბერს, თბილისში, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან


კომენტარები (10)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:09 | 11.05.2015
S.A.F. (2852)

ეს 30ზე მეტი არ ღირს!!!!!


გადაირია სამყარო ბლიაძ?

20:02 | 11.05.2015
burusa (2031)

მოდი პაპასთანნ ბავარიაში

19:34 | 11.05.2015
შალვა–12 (40)

ვერ ვხვდები რატომ ჰყავს ამდენი მსურველი მხოლოდ ერთი კარგი სეზონის გამო!

14:37 | 11.05.2015
Torres9 (12692)

ეეეჰ არადა მგლების იმედი მქონდა გაისად ლიგაზე

14:02 | 11.05.2015
რენე ფერეირა (6798)

Midit sheixebo ajobet yvelas da moiyvanet sitshi

13:42 | 11.05.2015
ფლიპი (2755)

მაგარია ეს ძაან.

13:32 | 11.05.2015
maradona73biankoneri (12347)

კი სჯობია ოსკარს.

13:32 | 11.05.2015
maradona73biankoneri (12347)

ეს მე მგონი ჩელსიდან გადავიდა ვოლფსბურგში. რა ბიჭი გაუშვიათ ...

12:23 | 11.05.2015
იკა..იუვე..10 (4132)

გენიალური შედეგი დადო.. 10 გოლი, 20 საგოლე გადაცემა.. არანორმალურად მაგარი შედეგია

12:02 | 11.05.2015
stoikovich (5984)

ვინც დაითრევს მაგარი შენაძენი იქნება.

0.070699