ფეხბურთი

22:06 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "ლატვიასთან უნდა მოვიგოთ, რომ ეს გამარჯვება წყალში გადაყრილი არ გამოვიდეს"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ყაზახეთთან (2:0) გამარჯვებას დადებითად აფასებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ლატვიასთან თამაში უფრო მნიშვნელოვანია. ვინაიდან, ბალტიისპირელებთან ვერგამარჯვების შემთხვევაში ასტანაში მოპოვებულ სამ ქულას მნიშვნელობა დაეკარგება.

„რა თქმა უნდა, შედეგით ყველა კმაყოფილია ალბათ. თამაშის ხარისხის რაც შეეხება, ცოტა უკნიდან ვითამაშეთ, ბურთი დავუთმეთ, რაც მწვრთნელების დავალება იყო და ძალიან კარგად შევასრულეთ. ორი გოლი გავიტანეთ და კარგი დასაწყისია. ამიტომ, ყველა კმაყოფილია. ველოდებოდით ჩვენს მომენტს და მეტოქის შეცდომას, რომ კონტრშეტევაზე გვეთამაშა. კარგად ვითამაშეთ და კარგი დასაწყისია შესარჩევი ეტაპის.

მხოლოდ ორი დღე გვაქვს, რომ ძალები აღვიდგინოთ. პირველი ნაბიჯი გადავდგით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა მეორე თამაშზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ეს უფრო მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელ შედეგს წყალში ჩავყრით, თუ ლატვიასთან ვერ მოვიგებთ“, - განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში 9 სექტემბერს, თბილისში, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

0.109017