ფეხბურთი

21:39 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ნავალოვსკი: "წინ კიდევ გრძელი გზაა"

საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ ყაზახეთთან (2:0) თამაში შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ კარგად დაწყებული საქმე, ევროპის ჩემპიონატის საგზურით დაგვირგვინდება.

„ყველამ კარგად ითამაშა, მთავარი მიზანი, რაც იყო, შევასრულეთ. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგისთვის მიგვეღწია. მნიშველოვანია ეს სამი ქულა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი თამაშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პირველი ადგილისთვის. ღმერთმა ქნას, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. კვეკვესკირმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სიმბოლურად ერთა ლიგას ჩვენ ვხსინიდით და იმედია, ფინალსაც ვითამაშებთ და გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ნავალოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში 9 სექტემბერს, თბილისში, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

0.122497