ფეხბურთი

21:31 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ფსიქოლოგიური კუთხით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო"

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ ყაზახეთთან (2:0) გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ გამარჯვება ფსიქოლოგიური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ძალიან დიდი ხანი ველოდებოთ ამ თამაშს და ბედნიერები ვართ, რომ სახლში სამი ქულით ვბრუნდებით. შემდეგ თამაში სამ დღეში გვაქვს და იმედია, რომ ამ თამაშსაც მოვიგებთ. ფსიქოლოგიურად ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რომელიც არამხოლოდ შემდეგ თამაშზე, არამედ მთლიანად ჯგუფურ ეტაპზე დაგვეხმარება“, - თქვა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეორე ტურში 9 სექტემბერს, თბილისში, ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

0.124357