ფეხბურთი

21:14 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე: "ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთთან (2:0) გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. 19 წლის ფეხბურთელის თქმით, რომელიც მატჩის გმირი გამოდგა, გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ახლა მხოლოდ ლატვიასთან მატჩზე ფიქრობენ.

“კმაყოფილი ვართ პირველი თამაშით, გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქეა ამ ჯგუფში ყაზახეთი და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. სამი ქულის მოპოვება მოვახერხეთ. რაც შეეხება გოლს, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავეხმარე ნაკრებს გამარჯვებაში და ახლა მთლიანად კონცენტრირებულნი ვართ ლატვიასთან მატჩზე, რომელშიც აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და მოვუწოდებ ხალხს, რომ მოვიდნენ თამაშზე და მხარი დაგვიჭირონ”, - განაცხადა ჩაკვეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ასტანაში, ყაზახეთი 2:0 დაამარცხა. ერთი გოლი გიორგიმ გაიტანა, ხოლო მეორე საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა მიიღო. ჩაკვეტაძეს ეროვნულ ნაკრებში 2 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

0.112339