ფეხბურთი

21:00 | 6.09.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ყაზახეთის ნაკრებთან (2:0) გამარჯვების შემდეგ, თამაში შეაფასა.

სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესიც შეიძლება. ამასთან, ვაისმა აღნიშნა, რომ გუნდი ძალიან ბედნიერია, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო და ხვალიდან ახალი ცხოვრება იწყება.

“სამი ქულა მნიშვენლოვანია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია.დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ყაზახეთმა კარგად დაიწყო თამაში, თუმცა შემდეგ თამაში ჩვენი კოტროლით მიმდინარეობდა. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ უკეთესიც შეიძლება. ჩვენ გვქონდა საგოლე მომენტები, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ბიჭები მცირე დროა, რაც ემზადებიან ახლა დაღლილები არიან, მაგრამ მთავარია, რომ სახლში ბედნიერები მივდივართ”.

-როგორ შეაფასებდით ისლამხანის თამაშს?

- ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელებს მე ვერ შევაფასებ. ეს ჩემი საქმე არაა. მე მხოლოდ თავაზიანი სიტყვების თქმა შემიძლია, კანკავა მას პერსონალურად მეურვებოდა. “კაირატს” წარმატებებს ვუსურვებ და შემიძლია გითხრათ, რომ თქვენს ნაკრებს პროგრესი აქვს. აქ თამაში ადვილი არავისთვის იქნება.

- იყო თუ არა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სტოილოვის დამარცხება?

- დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ და ეს დიდი პასუხისმგებლობაა. მე მოვიგე, სტოილოვმა წააგო, ფეხბურთი ასეთია. ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო და ყაზახეთს შეუძლია უკეთესად ითამაშოს. ახლა თქვენს ნაკრებს თბილისში ველოდებით.

- როგორ შეაფასებდით ჩაკვეტაძის თამაშს?

- გიორგიმ მხოლოდ მეორე თამაში ჩაატარა ეროვნულ ნაკრებში. ის ახალგაზრდაა, რომელსაც წამოუდგენლად დიდი პოტენციალი აქვს. შეუძლია გახდეს გრანდის ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, რთულია, ის ძალიან ახლაგზრდაა. ჩვენი ფეხბურთელები მეტოქის კართაც ხიფათს ქმნიდნენ, მაგრამ რეალურად უკეთესაც თამაში ნამდვილად შეგვიძლია. თუმცა, ახლა შეგვიძლია ეს დავივიწყოთ, რადგან 2:0 მოვიგეთ და ეს ჩვენთვის შესანიშნავი შედეგია.

- ახლა, ლატვიასთან თამაშია...

- გასახდელში პირველი ეს ვთქვი. უნდა ვივახშმოთ, ვილოცოთ და ხვალიდან ახალი ცხოვრება დავიწყოთ. უნდა მოვემზადოთ, დარლილობა შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ. ბედნიერი ვარ ბიჭების გამო. არასდროს ყოფილა ჩვენს გასახდელში ისეთი სიხარული, როგორც დღეს.

- ყაზახეთის ნაკრებისგან სიურპრიზი რა იყო?

- თამაშის ორგანიზაცია, ზეწოლა და პრესინგი ჩვენს ნახევარზე. გაგვიმართლა, რომ გოლი გავიტანეთ და ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ თამაშის ბედი გადაწყვიტა. ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ჯერ კიდევ იზრდება. სტოილოვი გამოცდილი მწვრთნელია, “ასტანა” ევროთასებზე თამაშობს და ეს გვიჩვენებს, რომ თქვენი ფეხბურთი ბოლო წლებში გაიზარდა.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:06 | 29.12.2015
ალექსანდრე (6188)

250 кг ალბეგოვმა მგონი 2012-ში ასწია, თორემ წელს ლოვჩევმა რუსეთის ჩემპიონატი 200 და 245 კგ-ით მოიგო.

04:11 | 29.12.2015
ალექსანდრე (6188)

წელს რუსეთის პრეზიდენტის თასზე 235 დააფიქსირა. 260 როდის ასწია ვერ ვიხსენებ. 2013-ში მსოფლიო რომ მოიგო მაშინაც ნაქსიმუმი 255 დააფიქსირა.

19:55 | 09.01.2016
federer (17) (15576)

შედი ბრატ იუთუბიზე და ჩაწერე ალბეგოვი 260 კილო და ამოგიგდებს

01:35 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ლაშამ მსოფლიოზე თავისი მაქსიმუმი ვერ აჩვენა პირველად 200 კილო გააცუდა და მერე კიდევ 200-თან მივიდა და შემდეგ 207 აწია და პირველი ცდა რომ არ გაეფუჭებინა მერე კიდევ მოუმატებდა 3 კილოს და 210 -ს დააფიქსირებდა ჩემი ვარაუდით.
აკვრაში კი მეორე ცდაზე აშკარად უსამართლოდ არ დაუფიქსირეს 247 კილო და ისევ იგივე წონის აწევა მოუწია უეჭველი ვერცხლის მედალი ამჯობინა და სწორიც იყოო და რომ არა მსაჯების საქციელი მინიმუმ 250 კილოს აწევდაა.

01:37 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ამის დასკვნას იქედან გამომდინარე ვამბობ, რომ 207 და 248 კილოებს საკმაოდ იოლად წევს და 3 და 5 კილოს მომატება მინიმუმ შეუძლიაა

20:08 | 28.12.2015
ალექსანდრე (6188)

მსოფლიოზე აკვრაში ლაშა მეტს აჩვენებდა, მაგრამ 247 - ზე მეორე ცდა არ ჩაუთვალეს, არადა კარგად ასწია შტანგა და ოდნავ (ვითომ) მარჯვენა იდაყვის მოხრა დაუფიქსირეს, რის გამოც ეს ცდა დაკარგა და მესამე ცდა იგივე წონაზე მიიტანა. ასე მგონია, რომ ოლიმპიური ოქროსთვის საკმარისი იქნება 210 ატაცში და 250 აკვრაში - ანუ ჯამში 460 კგ-ს ჩვენება, რაც ლაშას თავისუფლად შეუძლია.

01:27 | 29.12.2015
federer (17) (15576)

ალბეგოვმა რუსეთის ჩემპიონატში 260 კილო აწია და არამგონია ლაშას 250 ეყოს, მე მგონია რომ ლაშას 255 კილოს აწევაც შეუძლია და ატაცში 210 და ამ წონით მართლა რეალური იქნება ჩემპიონობა

10:35 | 28.12.2015
miriani (2665)

მოკლეეედ ტალახაძე სერიოზული მომავალია, თუ გეგმაზომიერად მიყვება ოლიმპიური ჩემპიონობა არ უნდა გაუჭირდეს მისი ასაკიდან გამომდინარე

01:56 | 28.12.2015
federer (17) (15576)

ისე სადმე ვიდეო თუ არსებობს დადეთ
ტალახაძემ 3 ცდით ასწია ეს წონები თუ პირველივე ცდებზე ეს წონები ასწია და გაინაღდა ჩემპიონობაა

00:01 | 28.12.2015
federer (17) (15576)

ტალახაძეს ნახევარი ძალით მოუგიაა
ერთის მხრივ ჭკვიანურად მოიქცა ლაშა და თავისი მაქსიმუმი არ აჩვენა მსოფლიოს, ჯერ ოლიმპიადაა წინ და ყველას ლაშას მაქსიმუმი 207, 248 გონია და ჩემი ფიქრით ლაშას მეტი შეუძლია რასაც ოლიმპიადაზე აჩვენებს

0.064123