ფეხბურთი

18:45 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ტაიმი

ასტანაში, "ასტანა არენაზე" ერთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა მიმდინარეობს. ყაზახეთის ნაკრები საქართველოს ნაკრებს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არ გახსნილა.

თამაში საკმაოდ თანაბარ ვითარებაში მიმდინარეობს და საგოლე მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა განვლილ 45 წუთში. გუნდებს თითოჯერ შეეძლოთ რეალურად გატანა და ორჯერვე მოვლენების ეპიცენტრში გიორგი ნავალოვსკი იყო. თავიდან, გიორგი ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ქართველი მცველი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ვერ გამოიყენა შანსი - მცველმა კარის ხახიდან გამოიტანა.

მალევე, გიორგი ლორია შეცდა და ნავალოვსკიმ უკვე თავისი კარის ხაზიდან შეძლო ბურთის გამოტანა - 0:0.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

0.123274