ფეხბურთი

7:00 | 6.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

Kaz Football-ის ჟურნალისტი: "საქართველო ფავორიტია, თუმცა ერთ გოლს შეუძლია ყველაფერი გადაწყვიტოს"

ყაზახეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების წინ დავინტერესდით თუ რა მოლოდინი აქვთ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ადგილობრივ მედიას. ჩვენთან საუბარში კომენტარი გააკეთა KZ Footbali-ს ჟურნალისტმა დუმან ბალიკბაევმა, რომელიც ფავორიტად ჯვაროსნებს მიიჩნევს, თუმცა იმედოვნებს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდგომ ყაზახეთის ნაკრები ოფიციალურ შეხვედრაში მოგების გემოს გაიხსენებს.

მატჩის შესახებ...

მე ვფიქრობ საინტერესო მატჩი გველოდება, იმიტომ რომ ერთმანეთს ორი მოძმე სახელმწიფო უპირისპირდება, რომელიც ერთმანეთს კარგად იცნობს. ამავდროულად ეს არის ახალი ტურნირი და ყველა გუნდს სურს კარგი შედეგები ჰქონდეს. ამ შეხვედრაში გამოვარჩევდი იმას, რომ ორი ძლიერი მწვრთნელი უპირისპირდება ერთმანეთს ვლადიმირ ვაისი და სტანიმირ სტოილოვი, რომლებიც წლების განმავლობაში ერთმანეთის კონკურენტი იყვნენ ყაზახეთის ჩემპიონატში და დღეს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ორივე კარგად იცნობს ერთმანეთის გუნდსა და ტაქტიკას, მათ მოუწევთ ერთმანეთს ახალი ტაქტიკური სქემა შესთავაზონ და ეს საკმაოდ საინტერესო იქნება. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ მატჩში ერთ გოლს შეუძლია ყველაფერი გადაწყვიტოს.

ჩვენ ვემზადებით პირველი გამარჯვებისთვის, დღეს ყაზახური საuფეხბურთო სისტემა ნაკრების წარმატებისთვის არის მოწყობილი. ჩვენ ნაკრებმა ბოლოს ამ სტადიონზე ოფიციალური მატჩი 5 წლის წინ მოიგო და გვმართებს ამ შედეგის გამოსწორება.

შანსები...

შანსები 50/50-ზეა, თუმცა მცირე უპირატესობა 55%-იანი შეიძლება საქართველოს მივანიჭოთ, რომელსაც ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და ისინი ძლიერ ჩემპიონატებში თამაშობენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყაზახეთის ნაკრები საკუთარ სტადიონზე თამაშობს, ამავდროულად გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება და უფრო შეკრული გუნდია, ამ ფაქტორით საქართველოს უპირატესობას 51%-მდე დავიყვანდი"- გვითხრა დუმან ბალიკბაიევმა.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სოფო ერქვანია WORLDSPORT.GE-სთვის ასტანიდან

0.141699