საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ერთა ლიგის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, ეს უნიკალური შანსი საქართველოს ნაკრებისთვის, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე გასვლა მოახერხოს.
„ყველა მოუთმენლად ველოდებით ერთა ლიგის დაწყებას. ეს ტურნირი ჩვენი თამაშით იხსნება და საქართველოს ნაკრებისთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. ყველა ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან ესაა უნიკალური შანსი, რომ ვითამაშოთ ისეთ დიდ ფორუმზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია, რომელიც შესაძლოა, არასდროს მოგვეცეს. გუნდში ყველას გააზრებული გვაქვს პასუხისმგებლობა და მოტივირებულები ვართ 100%-ით, რომ მოედანზე დავამტკიცოთ ის, თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს“, - განაცხადა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ისტორიაში პირველი შეხვედრა ასტანაში, ყაზახეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გაიმართება 6 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.