ფეხბურთი

2:45 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის სიმბოლურშია

საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის გასული კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ეს, ამერიკული ლიგის ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით.

ვაკოს მართლაც ნაყოფიერი კვირა ჰქონდა: 30 აგვისტოს „დალასთან“ (4:3) დუბლი შეასრულა და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო 2 სექტემბერს, „ვანკუვერთანაც“ (1:2) გაიტანა გოლი. სამი დღის ინტერვალით, ორ შეხვედრაში სამი გოლი და 1 საგოლე პასი კი სახუმარო საქმე სულაც არაა.

საერთოდ, „სან ხოსესგან“ განსხვავებით, ყაზაიშვილი ჩინებულ სეზონს ატარებს - 27 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.

0.157986