სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:05 | 5.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის ორმაგი დუბლი ადრიატიკის ლიგის ჩემპიონთან

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში მორიგი საკონტროლო მატჩი პოდგორიცას “ბუდუჩნოსტთან” გამართა და უხვქულიანი დაპირისპირება 95:99 დათმო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ცენტრი კი მოედანზე საუკეთესო იყო.
აღსანიშნავია, რომ სერბულმა კლუბმა ადრიატიკის ლიგის გასული სეზონის ჩემპიონსა და ევროლიგის მომავალ მონაწილეს პირველი მეოთხედი 25:11 მოუგო, თუმცა, სოლიდური უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

19 წლის ბითაძემ 18 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა და ორმაგი დუბლის წყალობით, სარგებლიანობის საუკეთესო კოეფიციენტი (24) ჰქონდა. ჩვენებური სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:05 წუთში 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. გოგამ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
“მეგა ბემაქსს” მორიგი საკონტროლო მატჩი 7 სექტემბერს ბერძნულ აეკ-თან ელის, 12-ში ჩინურ “ბეიჯინგს” გაეჯიბრება, 20-ში და 23-ში კი, სერბულ კლუბებს – “დინამიკსა” და “სპარტაკს”. ქართველი კალათბურთელსა და მის თანაგუნდელებს ადრიატიკის ლიგაში სასტარტო შეხვედრა 30 სექტემბერს ბოსნია-ჰერცეგოვინაში “იგოკეასთან” ელით.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118153